
ბათუმის N30 საჯარო სკოლაში „წიგნის კვირეული“ გაიმართა.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა გაიმართა, მათ შორის, მოეწყო ინტელექტუალური თამაში „წიგნების თარო“.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
„კვირეულს ხელმძღვანელობდა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: ნ.ბობოხიძე, გ. ნაგერვაძე და ც.თურმანიძე. ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა ლ.ფუტკარაძემ. დაგეგმილ აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართულები დაწყებითი კათედრის ყველა კლასი და პედაგოგი. კვირეული დაიხურა ინტელექტუალური თამაშით „წიგნების თარო". ბავშვებმა გამოავლინეს საგნის ცოდნის მაღალი დონე და მიეცათ ინტელექტის ამაღლების კარგი მოტივაცია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: