არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარი ხინგავამ და ლიკა ჩილაშვილმა წყლის რესურსების მნიშვნელობის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
13-05-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგის ნინო კაჭკაჭაშვილის ხელმძღვანელობით 22 მარტი, წყლის მსოფლიო დღე აღინიშნა.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა - მარი ხინგავამ და ლიკა ჩილაშვილმა პრეზენტაციით საინტერესოდ წარადგინეს თემა, რომელიც წყლის რესურსების მნიშვნელობას ეხებოდა.
„წყლის მსოფლიო დღე 1992 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით დაწესდა და 1993 წლიდან აღინიშნება.
2022 წელს, წყლის მსოფლიო დღის თემა მიწისქვეშა წყლების მნიშვნელობას ეხება სლოგანით - „გახადე უხილავი ხილული“. მართალია, მიწისქვეშა წყლები უხილავია, თუმცა, მათი გავლენა თვალსაჩინოა, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსია ცოცხალი ორგანიზმებისთვის, თითოეული ადამიანის კეთილდღეობისთვის.
ჩვენ ქვეყანაში სხვადასხვა სახეობით არის წარმოდგენილი მიწისქვეშა წყლები - მტკნარი, მინერალური, თერმული, სამკურნალო-ბალნეოლოგიური და სამრეწველო“, - აღნიშნულია პედაგოგის, ნინო კაჭკაჭაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს