ჭითაწყარის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა
13-05-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის საჯარო სკოლაში გაზაფხულის სეზონის შიდასასკოლო ჩემპიონატი გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.

ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს მოწესრიგებულად პასუხობდნენ. თემატიკა იყო ზოგადი, შეკითხვები კი ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარს მოიცავდა.

აღსანიშნავია თამაშში ყველა გუნდი აქტიურად ჩაერთო და მათი შემოქმედებითობა თუ ფართო თვალსაწიერი მიღწეულ შედეგებში აისახა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები (III, VII, X კლასი).

„წარმატებები მოსწავლეებს შემდგომ ასპარეზობებზე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203