ჩხუტელის საჯარო სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაასუფთავეს
13-05-2022
ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაასუფთავეს. 

გარემოს მოწესრიგების შემდეგ, მათ ყვავილების ბაღის განახლებაზეც იზრუნეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად იაზრებენ.

აღსანიშნავა, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203