„გავუფრთხილდეთ დედამიწას!“ - ეკოდამცველები ქვედა ცაგერის საჯარო სკოლიდან
13-05-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უდიდესი ყურადღება ექცევა.

სკოლაში ამჯერად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ფონად მოწოდება - „გავუფრთხილდეთ დედამიწას!“ გასდევდა.

სასკოლო საზოგადოებამ ერთობლივი ძალისხმევით სხვადასხვა მცენარეთა ნერგები და ყვავილები დარგეს.

აღნიშნული აქტივობაში ბავშვები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსწავლეებს გათავისებული აქვთ გარემოსდაცვითი საკითხები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203