ქართული ენის ღირსეული მცველები ცაგერის საჯარო სკოლიდან
13-05-2022
ცაგერის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ლიტერატურულ - მუსიკალური კომპოზიციები წარადგინეს, ჩატარდა კონფერენცია და მოეწყო გამოფენა.
„...ყოველი საიდუმლო ამასა ენასა შინა დამარხულ არს...“ გილოცავთ დედა ენის დღეს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ქართული ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.