ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.სკოლაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. ჟიურიმ, რომელიც სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისაგან შედგებოდა საუკეთესო ნამუშევრები შემდეგ კატეგორიებში - კალიგრაფები, კომიქსების შემქმნელები, ნორჩი დეკლამატორები - გამოავლინა.
მოსწავლეებმა საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ნამუშევრები წარმოადგინეს.
უფროსკლასელთათვის ინტელექტუალური თამაში - „რა ? სად? როდის?“ გაიმართა.
კითხვები ქართული ენიდან და ლიტერატურიდან იყო შერჩეული და კარგად ავლენდა როგორც საგნის ცოდნას, ასევე, ზოგადად, მოსწავლეთა წიგნიერების დონესა და ლოგიკური აზროვნების უნარს.
მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, გამარჯვება კი მეათე კლასმა მოიპოვა. მათი დამრიგებელი ირმა ლიპარტელიანი, ხოლო ქართულის მასწავლებელი მთვარისა ახვლედიანია.
სააქტო დარბაზი გააფორმა ხელოვნების მასწავლებელმა ლალი კოპალიანმა.
„ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“ სკოლაში, ტრადიციისამებრ, დედა ენის დღე საინტერესო აქტივობებით აღვნიშნეთ.
საინტერესო ნიმუშები წარმოადგინეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, განსაკუთრებით გასახარი იყო პირველკლასელთა ორიგინალურად გაფორმებული ნამუშევრები (დამრიგებელი სოფო მიქაძე);