„არა ძალადობას!“- ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს
13-05-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალური თემების შესახებ ღონისძიებებში ყოველთვის მონაწილეობენ.
ამჯერად, ძალადობის საწინააღმდეგო თემაზე lV-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ტურში მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა თავიანთი დამოკიდებულება ნახატების საშუალებით გამოხატეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ძალადობას ყოველთვის გმობენ და ირჩევენ მშვიდობას.