ეშტიის N1 საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრი გაიმართა
13-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სპორტის მასწავლებლის, ხაჩიკ ვარდანიანის ინიციატივით მაგიდის ჩოგბურთში თამაში გაიმართა, რომლის დასასრულს მონაწილეები და გამარჯვებულები სიგელებით დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ თამაში ძალზედ საინტერესოდ მიმდინარეობდა და მოთამაშეებს შორის ჯანსაღი კონკურენცია იყო.