საძელის საჯარო სკოლაში საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
13-05-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საჯარო სკოლა კორონა ვირუსის შემთხვევების შემცირების შემდეგ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას აქტიურად შეუდგა.
ამჯერად, ისტორიის პედაგოგმა, სვეტლანა ოგანჯანიანმა ღონისძიება - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილი და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.