„ძალა ერთობაშია“ - ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეზოს დასუფთავებაში ეკოკლუბ „ფესვების“ წევრები და VII-XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ
13-05-2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეზოს დასუფთავებაში ეკოკლუბ „ფესვების“ წევრები და VII-XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მათ ეზო დათიბული ბალახის ნარჩენებისგან გულდასმით დაასუფთავეს. მოსწავლეებმა საქმე გადაინაწილეს და მოხალისეობრივი საქმიანობით უფროსებს დაეხმარენ. 

მოსწავლეების ნაწილი ბალახს რამდენიმე ადგილას აგროვებდა, ზოგიერთს ურიკით გაჰქონდა. ისინი, სამუშაო იარაღების სიმცირის გამო, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.

„ჩვენი სკოლის ეზო გამწვანებულია კოინდარის ბალახოვანი საფარით, რომელსაც წელიწადის ამ დროს სჭირდება გათიბვა. სკოლაში გამოიძახეს რაიონის დასუფთავების სამსახური, რომელმაც შეასრულა ეს სამუშაო. ტერიტორია უნდა გასუფთავდეს ნარჩენი ბალახებისგან, რასაც ერთი ან ორი ადამიანი ვერ გაუმკლავდებოდა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურისისნ - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“-ის ფარგლებში ეკო-კლუბ „ფესვების" წევრებმა და სკოლის სხვა მოსწავლეებმა (VII-XI კლასელები) გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ დასუფთავების პროცესში. 
ძალა ერთობაშია“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203