პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯავახეთს ღონისძიება მიუძღვნეს
13-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში ღონისძიება - „ჯავახეთი ჩვენი სამშობლო“ გაიმართა, რომელსაც პედაგოგი ჰაიკანუშ სიმონიანი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მშობლიური მხარის - ჯავახეთისა და მისი ისტორიის შესახებ ვრცლად და დეტალურად ისაუბრეს. ასევე, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები ღონისძიებაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.