ქუთაისის N32 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ანასტსია ფიფიამ ფრანგულად კითხვის კონკურსში წარმატებას მიაღწია
13-05-2022

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში „მე ვკითხულობ ფრანგულად, Je lis en français“ მონაწილეობდნენ.

კონკურსი ფრანკოფონიის ფარგლებში გაიმართა. მასში  ქუთაისის N32 საჯარო სკოლის 10 მოსწავლე, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 კლასებიდან მონაწილეობდა. 

მე-5 კლასის მოსწავლე ანასტსია ფიფია მეორე ადგილის მფლობელი გახდა, მან აფრიკული ზღაპარი „ჩიტი და ქათამი“ წაიკითხა. 

სკოლა ულოცავს მას ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებს,

„ფრანკოფონიის ფარგლებში ჩატარდა კიდევ ერთი კონკურსი „მე ვკითხულობ ფრანგულად" "Je lis en français". კონკურსში მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს ყველა ფრანგულენოვანი სკოლიდან.
ჩვენს სკოლას ჰყავს გამარჯვებული მოსწავლე, მე-5 კლასის ფრანკოფონი ანასტსია ფიფია, რომელიც გახლავთ მეორე ( II prix )ადგილის მფლობელი. წარმატებები ყველა ფრანკოფონს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203