მინაძის საჯარო სკოლაში „ბულინგის“ თემაზე ნახატების კონკურსი გაიმართა
13-05-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში ნახატების კონკურსი გაიმართა.

კონკურსში - „კაცი ბეჩავის მჩაგვრელი სად გაგონილა გმირიო!“, მოწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და საინტერესო თემატური ნამუშევრები შექმნეს. 

მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს და თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.

„მოსწავლეებმა თავიანთ ნამუშევრებში გადმოსცეს ბულინგთან დაკავშირებული ემოციები და მოუწოდეს თანატოლებს „არა ძალადობას!“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203