ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა მათი ეროვნული ცეკვის შესრულებით გამოუცხადეს
13-05-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნინი მგელაძემ, ნანიკო მუხაშავრიამ, თეკლა სალუქვაძემ, მარიამ რუსიძემ და მარიამ ქათამიძემ უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს. 

მათ უკრაინული ეროვნული ცეკვა შეასულეს და თავიანთი სათქმელი ამ აქტივობით გამოხატეს. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

„მოსწავლეებს დაეხმარა სოფლის უფროსი თაობის წარმომადგენლები. მადლობა ქორეოგრაფს ელგუჯა მამალაძეს, ინიციატორებსა და სპონსორებს ჩვენი სოფლის მკვიდრს, ემიგრანტ გია გოგუაძესა და ძიმითელ რევაზ დოლიძეს.
მშვიდობა მსოფლიოს! გაუმარჯოს უკრაინელი და ქართველი ერის მეგობრობას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203