„ჩვენი ეზო“- თბილისის N60 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
13-05-2022
თბილისის N60 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო კომპლექსურ დავალებას ხშირად ასრულებენ. 

ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეებმა დავალებები თემაზე „ჩვენი ეზო“ მოამზადეს. მათ საინტერესო ნამუშევრები და მაკეტები დაამზადეს.

ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

მათ დავალება ხელოვნების მასწავლებელის მარინა მამცელიძის ხელმძღვანელობით შეასრულეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203