საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა დაათვალიერეს
13-05-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ. 

მათ, პროექტის - „შეხვედრები ბიბლიოთეკაში“ ფარგლებში, ბიბლიოთეკა დაათვალიერეს და ზღაპრები წაიკითხეს. 

ვიზიტის მიზანი წიგნიერების დონის ამაღლება და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა იყო.

მესამეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ცოდნა გაიღრმავეს.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203