„მეგობრობა გზად და ხიდად“- ვალის N4 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
13-05-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში პროექტი „მეგობრობა გზად და ხიდად“ განხორციელდა. 

მისი ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი სპარტაკ სამსონიძე იყო.

მოსწავლეებმა მეგობრობაზე ლექსები და ცნობილი გამონათქვამები წაიკითხეს. მათ, ზოგადად, მეგობრობაზე ისაუბრეს და თემატური პლაკატი დაამზადეს.

 „ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია“;
„გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი"- ეს სიტყვები ყველა ადამიანს სისხლსა და ხორცში უნდა ჰქონდეს გამჯდარი. 
მოსწავლეებმა ისაუბრეს მეგობრობის მნიშვნელობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე, რომლის დასაწყისიც ბავშვობის ყველაზე წრფელი პერიოდია. დაამზადეს პლაკატი და ერთმანეთს მეგობრობის ხელი ჩასჭიდეს - ერთ მუშტად ყოფნა, მეგობრისადმი თანადგომა და „ჭირსა შიგან" დახმარება ხომ ჩვენი ისტორიული ტრადიციაა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203