„სატკბილეთის ქვეყანა“ - თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
13-05-2022

თბილისის N118 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მორიგ საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს, რომლის თემა გახლდათ - „სატკბილეთის ქვეყანა“. დავალება მოსწავლეებს მასწავლებელმა ლელა დავითლიძემ შესთავაზა. 

მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203