გარემოსდაცვითი დღეები ჩხორიის საჯარო სკოლაში 
13-05-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.

აქტივობები ეკოკლუბ „ფესვების“ (ხელმძღვანელი: მზია ქარდავა), ეკოკომიტეტისა (ხელმძღვანელი: იზოლდა ხვიჩავა) და სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ (ხელმძღვანელი: მაია არახამია ) ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.

დედამიწის დღეს მიძღვნილი ღონისძიებები 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

პირველ დღეს დასუფთავებისა და გამწვანების აქცია „დარგე ერთი ხე“ მოეწყო. მოსწავლეებმა ხეები კირით შეღებეს. მათ მიწა გაანოყიერს და სკოლის სკვერის მოაწესრიგეს.

მეორე დღე ელექტრონული პოსტერების, ნახატებისა და პლაკატების შექმნას დაეთმო. ნამუშევრები შემდეგ სკოლის დერეფანში გამოიფინა.

მესამე დღეს გლობალურ დათბობასა და ბიომრავალფეროვნებაზე კონფერენცია მოეწყო. ასევე, გაიმართა ფოტოკონკურსი „ჩემი თვალით დანახული დედამიწა“.

მეოთხე დღეს დეივიდ ატენბოროს ფილმი „ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე“ უჩვენეს. ასევე დრო ჭანჭყატის დაკალმებას დაეთმო.

მეხუთე დღეს მყნობის მასტერკლასი მოსწავლეებს მასწავლებელმა დემურ კუხალეიშვილმა უჩვენა. ამავე დღეს, მათ, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, შინმოუსვლელთა მემორიალი დაასუფთავეს.

ბოლოს, მეექვსე დღეს ინტელექტუალური თამაში გაიმართა. მოეწყო კვირეულის დახურვა და სხვადასხვა ნომინაციაში მოსწავლეთა დაჯილდოება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203