
თბილისის N103 საჯარო სკოლასთან არსებულმა მუსიკალურმა ანსამბლმა ,,კოკროჭინამ“ კონკურსში პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა.
ანსამბლი საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების შემოქმედთა კავშირის მიერ ჩაატარებულ ორეტაპიან კონკურსში - „იპოვე შენი ვარსკვლავი“, მონაწილეობდა.
მათ პედაგოგ ნინო მიჯახტაშვილს ორენოვანი სერთიფიკატი, 2022 წლის საუკეთესო პედაგოგის წოდებით, გადაეცა.
სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ ანსამბლს და მის პედაგოგს მიღებულ ჯილდოს და ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებას“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: