წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის მთავარ პრიორიტეტს კრიტიკულად მოაზროვნე თაობის აღზრდა წარმოადგენს
წალენჯიხის N5 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ისეთ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა მიქავამ Etaloni.ge-თან საუბრისას სკოლაში ჩატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
აღნიშნა, რომ მოსწავლეები დიდი აქტიურობით გამოირჩევიან, რაც სხვადასხვა ინტელექტუალურ და შემოქმედებით ღონისძიებაში მონაწილეობით გამოიხატება:
„ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ არის ერთერთი ბოლო პროექტი, სადაც წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა წარმატებას მიაღწიეს და ნახევარფინალში გადავიდნენ. მასწავლებელთან ერთად დიდი შრომისა და მონდომების შემდეგ, მოსწავლეებმა სასურველი შედეგის მიღწევა შეძლეს. მსგავსი ტიპის ინტელექტუალურ შეჯიბრებებში მონაწილე მოსწავლეთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც ძალიან სასიხარულოა,“ - აღნიშნა ნანა მიქავამ.