წიგნის კითხვის მოყვარული მოსწავლეები თბილისის N118 საჯარო სკოლიდან 
13-05-2022

თბილისის N118 საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ეს დღე მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციას ემსახურება, ამიტომ სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ერთმანეთისთვის გადაეცათ წიგნები. კანდიდატის შერჩევა მოხდა შემთხვევითობის პრინციპით. ბავშვები გეგმავენ ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები და თანაკლასელებს წარუდგინონ პრეზენტაციები.

მეშვიდეკლასელთა პედაგოგი ნათია ქობალია მოსწავლეთა მშობლებს თანადგომისთვის მადლობას უხდის. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს 23 აპრილს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203