რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე კედლის გაზეთი შექმნეს
13-05-2022

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძეს, დაახარისხეს და სხვებსაც გააცნეს. მათ თემატური კედლის გაზეთი დაამზადეს, რომელიც შემდეგ სკოლის ფოიეში განათავსეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად იაზრებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203