წითელსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
13-05-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები მარნეულის კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
მათ იმღერეს, იცეკვეს. გამოიფინა მოსწავლეთა ნახატებიც. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.