ტაძრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის როლი მოირგეს
13-05-2022
გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი - „მე მასწავლებელი“ მიმდინარეობს.
Vlll კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაში მასწავლებლის როლი მოირგეს და თანატოლებს დიეგო ველასკესისა და ამადეო მოდელიანის ბიოგრაფია გააცნეს.
გარდა ამისა, მათ ამ მხატვრების ნამუშევრები დახატეს.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს.