„აი ია, აი ჩვენი დედა ენა“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გაიმართა
13-05-2022

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ღონისძიება „აი ია, აი ჩვენი დედა ენა“ გაიმართა. 

ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციაში I კლასის მოსწავლეებთან ერთად, V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, დადგეს პიესა და აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით წარადგინეს.

ღონისძიებამ მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

„წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის I კლასში (ხელმძ: ლ.ჩირგაძე) ჩატარდა ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზოცია, თემაზე „აი ია, აი ჩვენი დედა ენა".
მოსწავლეებმა ამით გამოხატეს უდიდესი სიყვარული ქართული ენისადმი. მათ გაიზრეს, რომ დედა ენა, დედასავით ტკბილი, დედასავით ერთადერთია.  დედა ენის ავტორი იაკობ გოგებაშვილი უკვდავია, ის პირველ ზარს რეკავს ყველა სკოლაში, სადაც პატარები ანბანს სწავლობენ.  პირველ კლასელებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს V-ა კლასის მოსწავლეებმა (ხელძ: ფ.გიორხელიძე) მათ სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს პატარებისადმი, რომლებიც მათ მერხებზე სხედან“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203