ტაძრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მოსახლეობას საინფორმაციო ბარათები დაურიგეს
13-05-2022

გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო აქტივობა განახორციელეს. 

მე-8 კლასის მოსწავლეებმა პროექტთან - „ცხოვრების ჯანსაღ წესი“ დაკავშირებით, მოსახლეობას, ცნობიერების დონის ასამაღლებლად, ბარათები დაურიგეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს აქტივობა დაეხმარა სოფლის მოსახლეობას იმის გაცნობიერებაში, თუ რას ნიშნავს ცხოვრების ჯანსაღი წესი და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დედამიწა იყოს სუფთა და ჯანმრთელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203