თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნიერების კონკურსში მონაწილეობდნენ
13-05-2022
თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნიერების კონკურსში „ყველაზე წიგნიერი“ მონაწილეობდნენ.

მას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ზეინაბ დვალი ხელმძღვანელობდა. კონკურსის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. ღირსეულად ისაპარეზეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

მათ სერტიფიკატები გადაეცათ.

„წაიკითხეთ წიგნები და უკეთესად იქნებით!“ ... დიახ, ასეა წიგნის კითხვა ბევრ რამეზე გვიბიძგებს, საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება, თავდაჯერებულს გვხდის, ჯადოსნური ხალიჩის მსგავსია, ყველგან გაგვაფრენს და გვამოგზაურებს...ვულოცავ 119-ე საჯარო სკოლის მე-8,მე-8 კლასის მოსწავლეებს წიგნიერების პროექტში „მოგზაურობას," აქტიურ მონაწილეობას, სერტიფიკატის მინიჭებას,ყველაზე წიგნიერი გუნდის ფინალში გადასვლასა და გამარჯვებას.თქვენ ხართ ის მომავალი წიგნიერი ბავშვები, რომლებიც თავისუფალ სამყაროს ქმნით, იქ, სადაც თავისუფალნი თავისუფლად იცხოვრებენ. მიყვარხართ და მეამაყებით“,- წერს პედაგოგი ზეინაბ დვალი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203