აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
13-05-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ღონისძიებები პედაგოგ ნესტან დუმბაძის ხელმძღვანელობით დაგეგმეს.

ჩატარდა გაკვეთილი „მდგრადი განვითარების გარემოს დაცვით მიზნებზე“. მოეწყო თემატური ნახატების გამოფენა. გარდა ამისა, XII, X, IX კლასის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარედ არსებული ნაძვნარი დაასუფთავეს, მათ ხის ძირები გაწმინდეს, შეღებეს და ამკრძალავი ნიშნებიც გააკრეს.

II კლასის მოსწავლეებმა კი, სოფო თურმანიძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზო გაამწვანეს. მათ სხვადასხვა ჯიშის ყვავილი დარგეს და მორწყეს.

„ყოველწლიურად დედამიწის დღე აღინიშნება. რაც გვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. ჩვენს თითოეულ გაკეთებულ საქმეს შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს დედამიწის „ჯანმრთელობაზე“.
ვფიქრობთ, მოსწავლეთა აქტივობა მოტივაციას შეუქმნის მომავალ თაობას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203