მუხურის N1 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი აქტივობა ჩატარდა
13-05-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პიპულარიცაზიას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.

28 აპრილს, სკოლაში სპორტული აქტივობა - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მსგავს აქტივობებში ხშირად, დიდი ხალისითა და ინტერესით ერთვებიან, ღონისძიება ერთგვარად მიზნად ისახავს მოსწავლეთა დაინტერესებას, სპორტისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203