დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, თამარ თოდუამ სახელმწიფო სტიპენდია მოიპოვა
13-05-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლას ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც მშობლიურ სკოლას მუდამ ასახელებენ და მიღებულ ცოდნას არასოდეს ივიწყებენ.

ამჯერად, სკოლა კიდევ ერთმა წარმატებულმა კურსდამთავრებულმა, თამარ თოდუამ ასახელა და სახელმწიფო სტიპენდია მოიპოვა.

თამარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, კერძოდ მათემატიკის მესამე კურსის სტუდენტი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგის ამოსავალი წერტილი მოსწავლეებისთვის ღრმა ცოდნის შეძენა გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203