ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის არაქართულენოვან საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო ვიქტორინები თუ ინტელექტუალური თამაშები მუდამ აქტიურად იმართება.
11 მაისს, სკოლაში ვიქტორინა - „სად? როდის? რა?“ ჩატარდა. ღონისძიებაში სკოლის უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.
ინტელექტუალურ თამაშს სათავეში ჩაუდგა ხელოვნების მასწავლებელი კარინე გაბრიელიანი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა და მონაწილეები ვიქტორინაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ. გამარჯვებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ.