„კაცი ბეჩავის მჩაგვრელი სად გაგონილა გმირიო!“- ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში ნახატების კონკურსი გაიმართა
11-05-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო კონკურსები მუდამ აქტიურად იმართება, რომლებშიც ბავშვები დიდი ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად სკოლაში ნახატების კონკურსი სახელწოდებით - „კაცი ბეჩავის მჩაგვრელი სად გაგონილა გმირიო!“.
აღნიშნული ნახატების კონკურსი ბულინგის თემას შეეხებოდა, რომელშიც მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ შეირჩა სამი ნახატი, რომელთა ავტორებიც მონაწილეობას შემდეგ ტურში მიიღებენ.