გაიცანით, ეკოდამცველები საწულუკიძეოს საჯარო სკოლიდან
11-05-2022
ვეფხია ჯიშკარიანის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედამიწის დღე. მოსწავლეებმა ამ დღეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განახორციელეს, მათ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტი მოხატეს, თემატური ნამუშევრები შექმნეს, ამ დღის შესახებ ისაუბრეს და ასე გამოხატეს თავიანთი სიყვარული დედამიწის მიმართ.

მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად იაზრებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203