
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის სთავაზობენ ისეთ გაკვეთილებს, რომლებშიც ბავშვები ხალისით მონაწილეობენ და ცოდნას იღრმავებენ.
ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა თამარ მწითურმა ძალზე საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარა.
მოსწავლეებმა შეისწავლეს ვაჟა-ფშაველას „ჩხიკვთა ქორწილი“; მოიძიეს და უყურეს მულტფილმს. იმუშავეს ტექსტის შინაარსის გაგება- გააზრებაზე, პერსონაჟის დახასიათებაზე. ასევე, შეარჩიეს მოცემული აბზაცი და წარმოადგინეს ილუსტრაციები.
იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა: