მუხრანის N1 საჯარო სკოლის IV-VI კლასის მოსწავლეებს ქართულსა და მათემატიკაში საცდელი ტესტირება ჩაუტარდათ
11-05-2022
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის IV-VI კლასის მოსწავლეები ელექტრონულ პლატფორმაზე, ფართომასშტაბიან პილოტირებაში მონაწილეობდნენ.
პროექტზე „შეფასება განვითარებისათვის" მუშაობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს დაიწყო.
სკოლა აღნიშნული ცენტრის პარტნიორი და მხარდამჭერია. პროექტის მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და აგრეთვე მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
„შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს, როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
აღნიშნული პროექტი ჩვენს მოსწავლეებს ახალი გამოცდილების მიღებაში დაეხმარა და მეტი ცოდნის მიღების ინტერესი გაუღვივა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203