თბილისის N16 სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპებს გადიან
11-05-2022
დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებზე ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპებს საბაზო საფეხურის მოსწავლეები გადიან.

ამჯერად აქტივობა - ფუდსალი, მოძრავი თამაშები მძლეოსნობის ელემენტების გამოყენებით ჩატარდა. მიზანი კი მოსწავლის ფიზიკური (მოტორული უნარების) განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება, ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობისა და საჭიროების გაცნობიერება და თვითკონტროლისა და ორგანიზებულობის განვითარება იყო.

აქტივობაში VII , VIII და IX კლასები მონაწილეობდნენ ხოლო პედაგოგები - ილია ხუჭუა და მევლუდ ლაშაური გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203