აწყვიტის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთში გამართულ სპორტულ პირველობაში I ადგილი დაიკავა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.ამჯერად, სკოლის მოსწავლეების გოგონათა გუნდმა მუნიციპალურ სპორტულ პირველობაში „მაგიდის ჩოგბურთში“, რომელიც 7 მაისს გაიმართა I ადგილი დაიკავა.
„სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები ულოცავენ მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მომავალშიც.
- გვანცა ივანიძე (Xკლასი);
- ანა ივანიძე (IX კლასი);
- ქრისტინე ივანიძე (VII კლასი);
- ნინო ივანიძე (V-კლასი)“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: