თბილისის N39 საჯარო სკოლაში ფეხბურთში ჩემპიონატი ჩატარდა
13-05-2022
თბილისის N39 საჯარო სკოლის თვითმმართველობის თაოსნობით, ფეხბურთში ჩემპიონატი ჩატარდა. 

ჩემპიონატში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

საფეხბურთო ტურნირში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები:

საბაზო საფეხურზე მე-81 კლასი, ხოლო საშუალო საფეხურზე მე-111 კლასი.

აღსანიშნავია, რომ თბილისის N39 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203