ჩიხის საჯარო სკოლაში პედაგოგ ლია გოგობერიშვილის ხელმძღვანელობით, ლექცია-პრეზენტაცია - „ქიმია და ჯანმრთელობა“ ჩატარდა
11-05-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია“ გრძელდება.

პროექტის ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში ქიმიის პედაგოგის, ლია გოგობერიშვილის ხელმძღვანელობით ლექცია - პრეზენტაცია, „ქიმია და ჯანმრთელობა“ ჩატარდა.

მასწავლებელმა ისაუბრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქიმიის როლი ადამიანის ჯანმრთელობაზე.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები:

  1. ჯანსაღი კვება - ცხოვრების გრძელი გზა - ნინო მეცხოვრიშვილი;
  2. კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე - ნინო კალმახელიძე;
  3. ქიმია და სოფლის მეურნეობა - ლუკა კვანტიძე;
  4. სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები - ცოტნე ცუხიშვილი;
  5. ქიმია და საკვები დანამატები - ანა ჭიღლაძე.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას თავიანთი დამზადებული ბუკლეტები დაურიგეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საინტერესო და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოსაყენებელი ინფორმაციაზე.

„მადლობა ქალბატონ ლია გოგობერიშვილს და მე-10 კლასის მოსწავლეებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203