სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
15-03-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორი გიორგი ზვიადაძე და უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ თანამშრომლობა ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ცოდნის შექმნის მიმართულებით და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე უზრუნველყონ სხვადასხვა ორმხრივად მისაღები ერთობლივი ღონისძიების განხორციელება.

ხელმოწერის ცერემონიალს უნივერსიტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი ზვიადაძემ უნივერსიტეტის პროფესურას შესთავაზა სტუდენტებთან სააგენტოს თანამშრომლების შეხვედრა და „START UP“ პროექტების დასაგეგმად კონსულტაციების ჩატარება. ისაუბრა აგრეთვე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის ინოვაციური პროექტების განხორციელებაში თანადგომა და მათი იდეების დაფინანსება.

უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ აღნიშნა, რომ ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი მემორანდუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების იდეებისა და პროექტების მატერიალიზაციისათვის და გიორგი ზვიადაძეს ასეთი საინტერესო პროექტის შემოთავაზებისათვის მადლობა გადაუხადა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203