ჩიხის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია“ ხორციელდება
11-05-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლა არაფორმალური განათლების კუთხით პროექტს - „ჯანსაღი ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია“ ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მე-4 კლასის დამრიგებელ ლია იაკობაშვილის და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელ ვალერიან მუმლაძის ხელმძღვანელობით სპორტული ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მეოთხეკლასელები მშობლებთან ერთად მონაწილეობდნენ.
„ჯანსაღი ცხოვრების წესი ფიზიკურ სიჯანსაღესთან ერთად სიცილსა და მხიარულ ურთიერთობებსაც გულისხმობს, აღნიშნულმა ღონისძიებამ სწორედ ასეთ ვითარებაში ჩაიარა და კარგ განწყობაზე დააყენა დამსწრე მასწავლებლები და სხვა კლასის მოსწავლეები. გამარჯვებული გუნდი ჟიურის გადაწყვეტილებით დირექციამ სიგელით დაჯილდოვდა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203