თბილისის N120 საჯარო სკოლის საფეხბურთო კლუბი მინი ფეხბურთის ტურნირის ნახევარფინალშია
11-05-2022
თბილისის N120 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის საფეხბურთო კლუბმა (გუნდის მწვრთნელი ვაჟა პატარაშვილი) ტურნირში „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2022“-ის ფარგლებში წარმატებით იასპარეზა.

თბილისის N120 საჯარო სკოლის საფეხბურთო კლუბი N190 საჯარო სკოლის საფეხბურთო კლუბს შეხვდა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

გოლის ავტორები - ძმები ტაბატაძეები და თედო ვაჩაძე გახლავთ.

„ვულოცავთ ნახევარფინალში გადასვლას N120 სკოლის გუნდს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203