
თბილისის N127 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, პროფესიონალი პედაოგები მუდმივად ზრუნავენ, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე სასკოლო ცხოვრებაში; იმავდროულად კი, ბავშვები საგნების სწავლის პარალელურად, თბილისის N127 საჯარო სკოლაში ტოლერანტობას, თანადგომას, სიკეთის კეთებას სწავლობენ და ამის დასტურია ერთგვარი ჰუმანიტრული აქტი - მათ უკრაინაში საჭირო ნივთები გაგზავნეს.
თვითმმართველობის თავმჯდომარეების: რევაზ ჯავახაძის და თამარ სანოძის თანადგომით, თბილისის N127 საჯარო სკოლაში განხორციელდა აქტივობა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, შეგროვდა საყოფაცხოვრებო, სამედიცინო და არამალფუჭებადი ნივთები, რომელიც უკრაინის საელჩოს დახმარებით გაეგზავნა უკრაინელ ხალხს.
„თბილისის N 127 საჯარო სკოლა მადლობას უხდის თვითმართველობის წევრებს, მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს და დირექციას ასეთი აქტივობისა და გაწეული დახმარებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.