შუა ამაღლების საჯარო სკოლაში კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებს უმასპინძლეს
11-05-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლაში კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებს უმასპინძლეს.
სტუმრებმა მოსწავლეებს პრეზენტაცია წარუდგინეს, რითაც ეროვნული პარკის უნიკალურობა და ღირებულებები გააცნეს.
აქტივობამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება.