ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები საქართველოს ღირსებას ტუნისში გამართულ კონფერენციაზე დაიცავენ
11-05-2022
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები საქართველოს ღირსებას ტუნისში გამართულ კონფერენციაზე დაიცავენ. სასახელო ნაკრებს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა მესხიშვილი უხელმძღვანელებს.

ამ მეტად სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სკოლა საზოგადოებას უზიარებს:

„დამტკიცდა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა კონფერენციაზე I - FEST 2022, რომელიც გაიმართება ტუნისში, ფიზიკურ გარემოში, 24 ივნისი - 3 ივლისი.

საქართველოს ღირსებას დაიცავენ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდები შემდეგ კატეგორიებში:

  • Math 1: გიორგი შაშიაშვილი, დავით მირზოიანი, მიხეილ ქიტიაშვილი;
  • Math 2: ლია რაზმაძე, სეხნე გოგრიჭიანი, სალომე ბერიძე;
  • Physics: ნიკოლოზ აბაშიძე, გიორგი დიასამიძე;
  • Biology: მარიამ მურაჩაშვილი, სალომე კაკიაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203