თბილისის N141 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
11-05-2022
თბილისის N141 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ გაიმართა. 

სკოლის სპორტის დარბაზში გამართულ აქტივობაში V2 და V3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

მოსწავლეები „მხიარულ სტარტებში“ დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

ღონისძიებას სპორტის პედაგოგი ცირა სვანიძე უძღვებოდა.

„მადლობა სპორტის პედაგოგს ცირა სვანიძეს საინტერესო და სახალისო ღონისძიების დაგეგმისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203