თბილისის N141 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ხელბურთის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
11-05-2022
თბილისის N141 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ხელბურთის ტურნირში გაიმარჯვა. 

ტურნირი სააფთიაქო ქსელის PSP-ს მხარდაჭერით, თბილისში პირველად ჩატარდა. მასში ვაჟები და გოგონები მონაწილეობდნენ. 

თამაშებმა კარგად ჩაიარა, მონაწილეებმა ღირსეულად იასპარეზეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები მის მიმდინარებაში დიდი შემართებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. 

პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203