„ბერიკაცი და ნამყენი“ - თელავის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელთა „მოგზაურობა“ გოგებაშვილისეულ საწიგნეთში
11-05-2022
თელავის N5 საჯარო სკოლაში სწავლა სრული დატვირთვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს; დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩრთულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში; შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გადიან ესგ-ს მიხედვით გათვალისწინებულ შედეგებზე.

მალე 2021-2022 სასწავლო წელი დასრულდება, პირველკლასელებისთვის არდადეგები დაიწყება, თუმცა მანამდე, მიღებული ცოდნის შეჯამებაა საჭირო. თელავის N5 საჯარო სკოლის
I კლასში, პედაგოგმა დარეჯან დვალმა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა, რომლის თემაც გახლდათ  ი.გოგებაშვილის - „ბერიკაცი და ნამყენი“.

ბავშვებმა გაიაზრეს წაკითხული, იმსჯელეს, თემატიკიდან გამომდინარე, კითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.

გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა და რაც მთავარია, კლასი სრულად იყო ჩართული აქტივობაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203